კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 388 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 16 391 ტესტი

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 16 391 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 10 091, ხოლო PCR ტესტი – 6 300. დადასტურდა ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 331 პაციენტი.

18 თებერვლის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 267 701 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 260 597 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 406 კი გარდაიცვალა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები, თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა.  

15 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. ასევე, კვების ობიექტებს 15 თებერვლიდან ღია სივრცეებში სტუმრების მიღება შეუძლიათ.

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები