საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში

თბილისში N61 ავტობუსი უქმდება, ემატება 3 ახალი მარშრუტი

თბილისის მერია

22 თებერვლიდან თბილისში N61 ავტობუსი უქმდება და მის მარშრუტს N345 ავტობუსი შეითავსებს. ის მოძრაობას ქვემო ფონიჭალის დასახლებიდან (კორპუსი N19 მიმდებარედ) დაიწყებს და ბაგების დასახლებაში (წყნეთის გზატკეცილი, კორპუსი N2 მიმდებარედ) დაასრულებს. N345 კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად, ევროპის მოედნის გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაადგილდება და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განაგრძობს.  

გარდა ამისა, ემატება ორი ახალი მარშრუტი. კერძოდ, N32 ერთმანეთთან დააკავშირებს გლდანსა და დიდი დიღმის მიმართულებებს. ავტობუსი ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან (გლდანის VII-VIII მიკრორაიონის დამაკავშირებელი გზა) დიდი დიღმის IV მიკრორაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე იმოძრავებს. გლდანში ახალი საგზაო მოძრაობის გამო, N32 ავტობუსი ხიზანიშვილის ქუჩიდან სარაჯიშვილის ქუჩის მიმართულებით, შეშელიძის ნაცვლად, ვასაძისა და ქერჩის ქუჩების დახმარებით გადაადგილდება. 

ზღვის უბნიდან დიდუბემდე კი მგზავრებს ახალი, N94 ავტობუსი მოემსახურება. კერძოდ, ავტობუსი ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონის მე-4 კვარტლიდან (N65 კორპუსის მიმდებარედ) თორნიკე ერისთავის ქუჩის N1-მდე (მეტროსადგურ დიდუბის ზედა გასასვლელი) იმოძრავებს. 

თბილისის მერიის ცნობით, 22 თებერვლიდან დედაქალაქის მოსახლეობას ჯამში 572 ავტობუსი მოემსახურება. მიმდინარე წელს ახალი ავტობუსები გადანაწილდა N3, N23, N43, N46, N52, N70, N72, N79 და N121 საავტობუსე ხაზებზე. 

კომენტარები