ტოომას ჰენდრიკ ილვესი

ილვესი: ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო, ღრმად მაშფოთებს ის, რაც ხდება

ტოომას ჰენდრიკ ილვესი
Gobernar con Datos

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.

"დიპლომატიური განცხადებებისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ "ვარ ღრმად შეშფოთებული", ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად დამწუხრებული ვარ, ვღელავ, ნაწილობრივ კი ზიზღს იწვევს ის, რაც ხდება ქვეყანაში, რომლის პოპულარიზაციაზე, დაცვაზე, გაძლიერებაზე, დახმარებაზე 23 წელი დავხარჯე. ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო.

არ წახვიდე ამ გზით, საქართველო. ბევრი ხალხი და ქვეყანაა ევროპაში და დასავლეთში, რომლებიც მოხარულნი იქნებიან თქვენი ჩამოწერით; ერთით ნაკლები "ყოფილი საბჭოთა კავშირის" ქვეყანა, რომელზეც უნდა იდარდო, რომლებიც ასაზრდოებენ ყველა თვითწარმოქმნილ ნარატივს იმის შესახებ, რომ თქვენ არ ხართ რეფორმირებადი, და ამრიგად, მხარდაჭერად არ ღირხართ". – წერს ის თავის Twitter-ის გვერდზე.


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ. 

მას შემდეგ, რაც ენმ-ს ოფისში მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ აღსრულების სამსახურის გამოჩენას, 18 თებერვალს დილით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს. გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდთან ერთობლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს

კომენტარები