ნიკა მელიას საქმე

უგულავა: ნიკას მაინც ვერ დაიჭერენ, არ დავემორჩილებით მათ უკანონო გადაწყვეტილებას

მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, ეს მონა მოსამართლე სხვა არაფერს იზამდა. წინასწარ ვიცოდით, რომ ეს ასე იქნებოდა. აქ დარბიან და მობილიზაციაა სპეცრაზმის. მივედით ბოლო კომპონენტამდე. ჩვენ დავიცავთ კონსტიტუციას. ნიკას მაინც ვერ დაიჭერენ. 

შეკითხვა გეგმის შესახებ ეკუთვნის ხელისუფლებას. ჩვენ არანაირი გეგმა არ გვაქვს, ვართ კანონიერად ამ ოფისში. აქ არიან დეპუტატები, არანაირ სპეზრაზმს და პოლიციას აქ შემოსვლის უფლება არ აქვს. ხელს მოიქნევენ, მიიღებენ პასუხს. 

მათი უკანონო გადაწყვეტილების დამორჩილებას არავინ არ აპირებს. ეს ძალიან კარგად იცოდეს ივანიშვილმა, რომელსაც ხვალ დაბადების დღე აქვს და, ეტყობა, გადაწყვიტეს საჩუქრის გაკეთება. 

საჩუქარს ნამდვილად მიიღებს ივანიშვილი, ოღონდ არ იქნება ეს სასიამოვნო საჩუქარი. 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

პროცესი თითქმის 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს, თუმცა ჩახნაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

კომენტარები