სირცხვილია, რასაც ჩვენ ვხედავთ - ერთ შემთხვევაში ის გაგულისებული იყო და ამბობდა, რომ ყველა ბორკილს მოიწყვეტს, თავს გაითავისუფლებს და დღეიდან ის არის თავისუფალი ლიდერი, რომელიც სათავეში უდგას ოპოზიციურ რეაქციულ მოძრაობას და დღეს ვნახეთ, რომ, სანამ სასამართლო რამეს გადაწყვეტდა, თვითონ ჩაიკეტა თავი ოთახში, ფაქტიურად, სამაჯურზე მეტი შეზღუდვა თავად დაუწესა საკუთარ თავს. ასეთი ტიპის ლიდერთან გვაქვს ჩვენ საქმე.
ნიკა მელიას საქმე
თალაკვაძე: მელიამ ყველა ბორკილს მოვიწყვეტ, თავს გავითავისუფლებო და დღეს ოთახში ჩაიკეტა
tbl.ge/5faw
დაკოპირდა

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს, 17 თებერვალს, 16:00 საათზე დაიწყო. საქართველოს პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძების შეცვლასა და მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. გუშინ, 16 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი მოუხსნა.
ამავე თემაზე
- ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მელიას საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია - ადვოკატი
- ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს
- კოალიცია ცვლილებისთვის: ყოველთვიურად ახალი ბრალის წარდგენით ცდილობენ მელიას გატეხვას
- ადვოკატი: ნიკა ამჟამად გადაყვანილია ვივამედში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებზე
- მელიას უპირებენ, წარუდგინონ მორიგი ბრალი, საქმე მოსამართლის შეურაცხყოფას შეეხება - ადვოკატი




