მე-10 მოწვევის პარლამენტი

ელისაშვილი: თავზე საყრელი საქმე მაქვს, რამდენ ხალხს დავეხმარო და რამდენად გავიჭრა არ ვიცი

ჩვენთან პოლიტიკური პროცესი მასხარაობა არის ხოლმე, რომელშიც, სამწუხაროდ, ხშირად მეც ვარ ხოლმე ჩათრეული. საერთოდ არ მაინტერესებს რევოლუციაზე მოჯახირე ოპოზიციის გეგმები. თავზე საყრელი საქმე მაქვს, რამდენ ხალხს დავეხმარო და რამდენად გავიჭრა, არ ვიცი. ვინმეს ჩემთან დაკავშირებით რამე წუხული და ჭმუნვა თუ აქვს, ჩემი ტელეფონის ნომერი იციან. მელიამაც იცის, დანარჩენმა ოპოზიციამაც, დამირეკონ და პირადად გავცემ ყველას პასუხს. ტელეკამერებით ნუ მელაპარაკებიან, მადაგასკარში არ ვარ, აგერ ვარ, თბილისში დავდივარ.

ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.

კომენტარები