კახა კალაძე

კალაძე: თუ ზამთრის სეზონის საბურავები არ გიყენიათ, თავი შეიკავეთ ქალაქში მოძრაობისგან

დედაქალაქში გაგვითოვდა. შესაბამისად, გუშინ ღამიდან მოყოლებული თბილსერვისის ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, ახლაც აგრძელებს მუშაობას, მიმდინარეობს ტექნიკური მარილის მოყრა გზებზე, გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად, გამგეობები ჩაერთვებიან უკვე შიდა საუბნო გზების გაწმენდაში. ეს პროცესი გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში , მანამ, სანამ პრობლემა არ იქნება მოგვარებული. მინდა, ასევე ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, სადაც საცობები შეიქმნა იმის გამო, რომ გზა ავტომობილების გამო ჩაიხერგა, რომლებსაც ზამთრის სეზონური საბურავები არ უყენიათ. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც კერძო ავტომობილით გადაადგილდება, თუ ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, იმიტომ, რომ ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის საზოგადოებას.

ამბობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები