ნიკა მელიას საქმე

კობახიძე: მელიამ დასვა კითხვა, საქართველო არის თუ არა სახელმწიფო – მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს

ნიკა მელიამ დასვა ძალიან მარტივი კითხვა საზოგადოების წინაშე - საქართველო არის სახელმწიფო თუ არ არის სახელმწიფო. ამ კითხვას ძალიან მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს. რა თქმა უნდა, საქართველო არის სახელმწიფო, საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო და მას ჰყავს შემდგარი ხელისუფლება. 

რეაქცია მელიას კითხვაზე, ბუნებრივია, უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი და სხვანაირად არის შეუძლებელი. რაც შეეხება შესაძლო სირთულეებს, მე არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს რადიკალიზაციის ის რესურსი, რაც მათ სურთ, რომ ჰქონდეთ. ეს დავინახეთ გასული წლების განმავლობაში. სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, ხელისუფლება დგას თავის ადგილზე. აქედან გამომდინარე, ამ პოლიტიკურ ძალას რადიკალიზაციის ვერავითარი რესურსი ვერ ექნება.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში. 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ პარლამენტმა დღეს, 16 თებერვალს ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუწყვიტა. პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლაზე უკვე მიმართა.

კომენტარები