ნიკა მელიას საქმე

ბოკერია მელიას იმუნიტეტზე: უტიფარი სიცრუეა, რომ ინსტიტუტების პატივისცემის გამო შეუწყვიტეს

დღეს გვესმოდა - "იცით, ჩვენ კი არ გვინდა დაჭერა, მაგრამ კანონის უზენაესობა და სახელმწიფო ინსტიტუტებია და ასე ხომ არ შეიძლება?" თავდაპირველადვე უტიფრობაა ამ ხალხის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტებზე ლაპარაკი. ცოტა ხნის წინ ნიკა მელიამ და სხვებმა შეიტანეს განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტაზე - რაც, არსებითადაც გასაგებია, რომ ადამიანის უფლებაა. ძალით როგორ შეიძლება, სადმე იყო? კანონში წერია, რომ ეს აბსოლუტური უფლებაა, თვითონ დეპუტატების უფლებაა, ეს კონსტიტუციიდანაც გამომდინარეობს. ფეხებზე დაიკიდეს და თქვეს, პოლიტიკური კონიუნქტურის გამო კარგად ვიქცევითო. 

ახლა, როცა დასაჭერად აქვს საქმე, იძახიან, კანონის უზენაესობაა, რა ვქნათო. ესეც მახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმის - ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები შეგიძლია თქვა ერთნაირი უტიფრობით. ეს უტიფარი სიცრუეა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემის გამო აკეთებს ამას ის ხალხი, ვინც საქართველოში ბოლო წლებში მოარღვია სახელმწიფო ინსტიტუტები.

ამბობს ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია. 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ პარლამენტმა დღეს, 16 თებერვალს ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუწყვიტა. პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლაზე უკვე მიმართა.

კომენტარები