ნიკა მელიას საქმე

კაჭარავა მელიაზე: მთლიანად საქართველოს მოუწოდებს, კანონი დაარღვიონ, არასახელმწიფოებრივია

ადამიანი პირდაპირ მოუწოდებს ყველა თავის მომხრეს და მთლიანად საქართველოს, დაარღვიონ კანონი და არ დაემორჩილონ სახელმწიფოს, რაც, ვფიქრობ, არასახელმწიფოებრივი განცხადებაა და არაფერში არ გამოადგება საქართველოს.

ეუბნება მთავარ არხს ქართული ოცნების წევრი, დავით კაჭარავა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საუბრისას. 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ პარლამენტმა დღეს, 16 თებერვალს, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუწყვიტა. პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლაზე უკვე მიმართა.

კომენტარები