ნიკა მელიას საქმე

სანიკიძე: დაიღალა საზოგადოება იმის მოსმენით, რას აპირებს ნიკა მელია, მეც დავიღალე

დისკომფორტს რატომ უნდა ქმნიდეს კანონის აღსრულება? პირიქით, კომფორტია, როდესაც კანონი სრულდება ქვეყანაში.  

ნიკა მელია რას ამბობს, დავიღალეთ, დაიღალა საზოგადოება იმის მოსმენით, ნიკა მელია რას აპირებს - არგადახდას და "ვერ დამიჭერთ". დაიღალა, მეც, მათ შორის, დავიღალე.

ეუბნება მთავარ არხს ქართული ოცნების წევრი, ვიქტორ სანიკიძე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საუბრისას. 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ პარლამენტმა დღეს, 16 თებერვალს ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუწყვიტა. პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლაზე უკვე მიმართა.

კომენტარები