ნიკა მელიას საქმე

ინჯია: ნიკა მელია დაგვაკლდა, დარწმუნებული ვარ, პარლამენტს დაამშვენებდა

ჩვენმა პარტიამ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ჩვენმა პატიამ, ევროპელმა სოციალისტებმა ასე გადაწყვიტა. ნიკა მელია პარლამენტს დააკლდა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პარლამენტში ყოფნით ნიკა მელიას გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეეძლო და ჯერ კიდევ შეუძლია, ის პარლამენტს დაამშვენებდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ევროპული სოციალისტების წევრი, პარლამენტის დეპუტატი ფრიდონ ინჯია. 88 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა. ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, ენმ-ის თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება, გირაო, პატიმრობით შეეცვალოს.   

კომენტარები