ნიკა მელიას საქმე

წულუკიანი: ვიცი, პარლამენტი მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს

სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს! ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის.

დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, "ბიძიკო".

წერს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი Facebook-ზე. ახლახანს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნას მხარი დაუჭირეს. 

კომენტარები