ნიკა მელიას საქმე

საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს.  

პროკურატურის მიერ მელიასთვის მიცემული ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ უწყებამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა. იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნას მხარს დაუჭერდა, 13 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. 


პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები