ნიკა მელიას საქმე

ოდიშარია მელიაზე: კანონს ვერ დავარღვევთ - ჩამოგვეშლება სახელმწიფოს აქამდე ნაშენები ნაგებობა

ნიკა მელიას ჩვენ კი არ ვუწყვიტავთ, თავად იწყვიტავს [დეპუტატის იმუნიტეტს] იმიტომ, რომ ჩვენ კანონს ვერ გადავაბიჯებთ. გამორიცხულია, ხომ ხვდებით. ჩვენ რომ კანონი დავარღვიოთ, ხვალ სხვა დაარღვევს, ზეგ სხვა იქნება ხელისუფლებაში, ის დაარღვევს და ნიშნავს, რომ ეს ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს აქამდე ნაშენები ნაგებობა დაგვენგრევა საფუძვლამდე...

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია მთავარ არხთან საუბარში. პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, რისთვისაც ხვალ, 16 თებერვალს, ქართული ოცნების უმრავლესობა მას დეპუტატის იმუნიტეტს შეუწყვეტს.

კომენტარები