ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შვილმა დედა ცივი იარაღით დაჭრა. პოლიციამ17 წლის ბიჭი უკვე დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ რ.მ-მ 1978 წელს დაბადებულ დედას ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული ქალი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო" - აცხადებს შსს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების
ფაქტზე, სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლის მესამე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, შუახნის ქალს მრავლობითი ჭრილობები მუცლის და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.





