ეკონომიკა

პირველად ისტორიაში, რუსეთი ფულადი გზავნილების მიხედვით პირველ ადგილზე აღარაა

REUTERS

ეროვნულმა ბანკმა გასული თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იანვარში გზავნილების მოცულობამ 149.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება. 

პირველად ფულადი გზავნილების სტატისტიკის წარმოების ისტორიაში, რუსეთი აღარ არის პირველ ადგილზე. იანვრის მონაცემებით, რუსეთზე მეტი ფულადი გზავნილები საქართველოში იტალიიდან განხორციელდა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთზე მეტი თანხა რომელიმე სხვა ქვეყნიდან გამოიგზავნა. 

შედარებისთვის, იანვარში რუსეთიდან სულ 23 მილიონი დოლარის გზავნილი განხორციელდა, ხოლო იტალიიდან შემოსული თანხის მოცულობამ 27.3 მილიონი დოლარი შეადგინა. 

გასულ წელს საქართველოში ჯამურად 1.88 მილიარდი დოლარის პირდაპირი ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაგალითად, 2019 წელს იმავე მაჩვენებელმა 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ზრდა 188 მილიონი დოლარია. 

 

კომენტარები