კორონავირუსი და შეზღუდვები

ბარში ჯაფარასთან პოლიცია მივიდა – სამართალდამცველები ობიექტს ჩხრეკენ

ტაბულა

ბარში ჯაფარასთან, რომელიც გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნა, პოლიცია მივიდა. სამართალდამცველები ობიექტს ჩხრეკენ.

როგორც ტაბულას ადგილიდან შეატყობენეს, მოქალაქეებს ბარი დაატოვებინეს.

ბარში ჯაფარასთან პოლიცია და შრომის ინსპექცია ღამის საათებში კიდევ ერთხელ მივიდა. ზურა ჯაფარიძის თქმით, შრომის ინსპექციამ გადაამოწმა არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განმეორებითობა, რის შესახებაც ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეწოდება. 

ჯაფარიძემ ბარი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად 13 თებერვალს გახსნა. შრომის ინსპექციამ ის 2 000 ლარით დააჯარიმა თუმცა, როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ბარი დღეს, 14 თებერვალსაც გაიხსნა. 

კომენტარები