ჭავჭავაძის გამზირი

ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა

თბილისის მერია

გუშინ, 22 სექტემბერს ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე გამოძახებული სასწრაფო დახმარების თანამშრომლის თქმით, გარდა ქვეითისა, დაშავდა ავტობუსში მჯდომი ქალიც, რომელიც დამუხრუჭების გამო ძირს დაეცა და ფეხი იღრძო.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს აქამდეც დაეჯახა - შემთხვევა 11 სექტემბერს მოხდა.

კომენტარები