კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: 18 000 ტესტიდან 800 დადასტურებული შემთხვევა ეპიდემიის სტაბილიზაციის აშკარა ტენდენციაა

ტესტირებების რაოდენობა გუშინ იყო 18 000-ზე მეტი, რაც ძალიან კარგია და მიუთითებს იმას, რომ 18 000-დან მხოლოდ 800 დადასტურებული შემთხვევა არის უკვე აშკარა ტენდენცია ეპიდემიის სტაბილიზაციისკენ და დადებითობის მაჩვენებელიც ნარჩუნდება, როგორც იცით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 4%-ს ქვემოთ...

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. გასულ დღე-ღამეში საქართველოში ჩატარდა 18 331 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 829 ახალი შემთხვევა.

კომენტარები