ბათუმი

ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარია – ცეცხლი ლოკალიზებულია

აჭარის ტელევიზია

UPDATE 12:17 - ხანძარი ჩააქრეს. 

ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, ცეცხლი ტანსაცმლის მაღაზიას გაუჩნდა, ამ დროისთვის, ხანძრის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საფრთხე აღარ არის. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქრობის სამუშაოებში 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია ჩართული.

კომენტარები