ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალი, რაც უკავშირდება სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის უპრეცედენტო ქველმოქმედებას, რომლითაც გამოირჩეოდა. 3-მილიარდიან ქველმოქმედებაზეა საუბარი და ეს, ბუნებრივია, ითარგმნებოდა მათ შორის, საბოლოო ჯამში პოლიტიკურ კაპიტალში. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი იყო 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედი და ეს ნიშნავს განსაკუთრებულ პოლიტიკურ კაპიტალს. ამასთან ერთად ყველაზე მთავარი იყო მისი ინტელექტუალური რესურსი, რომლითაც ის მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში. ერთხელ პოსტი მივუძღვენი ამ ყველაფერს და კიდევ გავიმეორებ, რომ ის პოლიტიკაში მოქმედებდა, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, როგორც გროსმაისტერი, რომელიც წინასწარ თვლიდა ათზე მეტ სვლას, ვიდრე მიიღებდა გარკვეულ გადაწყვეტილებას.
tbl.ge/5erv
დაკოპირდა

ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის კვირასთან ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას თქვა.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




