ნამახვანჰესი

შსს: ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. დუბინკები ამოვიღეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე იარაღი და ე.წ. დუბინკები ამოიღეს. 

შსს-ს ცნობით, უწყების თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. დუბინკა

"პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა, რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს". – წერია უწყების განცხადებაში. 

სოფელ ნამახვანში ჰესის აშენებას უკვე რამდენიმე თვეა, აპროტესტებენ. 

კომენტარები