კორონავირუსი და შეზღუდვები

თბილისის მერია: ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა

თბილისის მერია

8 თებერვლიდან თბილისში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტი 21:00 საათამდე იმუშავებს. 

მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, დაიგეგმა მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები. დეზინფექცია ჩაუტარდა, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე, მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს.

მერიის ცნობით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩატარდება.

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. ასევე:

  • პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი.
  • თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე.
  • ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება  გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.

"ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ". – წერია მერიის განცხადებაში. 

რა შეზღუდვები იხსნება 8-15 თებერვლიდან – სრულად 

კომენტარები