აშშ-რუსეთი

კრემლი ბაიდენის განცხადებაზე: აგრესიული, არაკონსტრუქციული რიტორიკაა, ჩვენდა სამწუხაროდ

კრემლში აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გეგმის წარდგენისას მისი განცხადება რუსეთზე "აგრესიულად, არაკონსტრუქციულ რიტორიკად" შეაფასეს და თქვეს, რომ არ აიტანენ აშშ-ს ულტიმატუმებს. 

"ეს ძალიან აგრესიული, არაკონსტრუქციული რიტორიკაა, ჩვენდა სამწუხაროდ" - თქვა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა

ამასთან ერთად, პესკოვის თქმით, კრემლს იმედი აქვს, რომ ორ ქვეყანას შორის შესაძლებელია სასარგებლო დიალოგი, როდესაც მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

ბაიდენის თქმით, მან პუტინს უთხრა, რომ ის დრო, როცა აშშ რუსეთის აგრესიული ქმედებების, აშშ-ს არჩევნებში ჩარევის, მოქალაქეების მოწამლვის ფონზე თავს ხრიდა, წარსულს ჩაბარდა. 

"ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ალიანსებს. ჩავერთვებით არა იმიტომ, რომ გავუმკლავდეთ გუშინდელ გამოწვევებს, არამედ დღევანდელსა და ხვალინდელს. ამერიკის ხელმძღვანელობა მზად უნდა დაუხვდეს ამ ახალ მომენტს ავტორიტარიზმისა, მათ შორისაა ჩინეთის მზარდი გავლენები და რუსეთის განზრახვა, ძირი გამოუთხაროს და დააზიანოს ამერიკული დემოკრატია. ჩვენ მზად უნდა დავხვდეთ გლობალური გამოწვევების ამ ახალ მომენტს, დაწყებული პანდემიით, გაგრძელებული კლიმატის კრიზისითა და ბირთვული იარაღის გავრცელებით". - განაცხადა ჯო ბაიდენმა საგარეო პოლიტიკის გეგმის წარდგენისას .

კომენტარები