კორონავირუსი და შეზღუდვები

თურნავა: შეიძლება, რაღაც შეზღუდვის აღდგენა კვლავ დაგვჭირდეს, იმედია, ეს არ მოხდება

როდესაც ვხედავთ, რომ ვითარება არის უფრო ნორმალური, ჩვენ ვცდილობთ, დაბალანსებული გადაწყვეტილებები მივიღოთ და ჟანგბადი ჩავასუნთქოთ იმ აქტივობებს და იმ ბიზნესებს, რომლებიც ზოგადად ითვლება, რომ რისკის მატარებელია სხვა ინდუსტრიასთან შედარებით და არის ამ პერიოდული შეზღუდვის ობიექტი, როგორც წესი.

ჩვენ ძალიან ნათელი კრიტერიუმი გვაქვს [დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა], რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ მოკლე დისტანციაზე მივიღოთ გადაწყვეტილება, მე იმედი მაქვს, არ დაგვჭირდება, მაგრამ შეიძლება ისევ დაგვჭირდეს გადაწყვეტილების გადახედვა, რაღაც შეზღუდვის კვლავ აღდგენა, ამას ყველანი ერთად დავინახავთ...

ჩვენ ვერიდებით პროგნოზების და გარანტიების მიცემას, არავინ იცის, ეს არის საბოლოოდ გახსნა  თუ არა, თუმცა, რამდენიმე დამაიმედებელი ფაქტორი არის სახეზე - საზოგადოებამ ისწავლა პირბადის ხმარება და მაჩვენებელი ყოველდღე იზრდება... იგივე ის მაკონტროლებელი ზომები, რასაც ჩვენ ვამკაცრებთ

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა Post Tv-ზე.

კომენტარები