მეათე მოწვევის პარლამენტი

მდინარაძე ოპოზიციაზე: მგონი, უკვე ბევრი ხვეწნა გამოგვდის – შემობრძანდით, გეპატიჟებით

მე მგონი, უკვე მართლა ბევრი ხვეწნა გამოგვდის, რომ შემობრძანდით, გეპატიჟებით... გუშინ ყველა ტელევიზიის საინფორმაციო ველი ამით იყო გაჯერებული, ზედმეტი პატივია მათთვის ამდენი ხვეწნა.

თუმცა, თუ მათ რაიმე არგუმენტი, ერთი მაინც, დარჩათ იმ ცრუ ნარატივის გასამყარებლად, თითქოს არჩევნები გაყალბდა,  შემიძლია, კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ეს არგუმენტები წარმოადგინონ საგამოძიებო კომისიაში თუ არადა, ბოდიში მოუხადონ საზოფადოებას, იმიტომ, რომ ძალიან მწარედ მოატყუეს ის ადამიანები, რომლებიც, პირველ რიგში, მათ ამომრჩეველს წარმოადგენენ.

იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ამ ცრუ ნარატივში აღარ ცხოვრობს

განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის ბოიკოტზე. ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა ოპოზიციის 51 დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა, მათი მოთხოვნის მიუხედავად.

კომენტარები