დონალდ ტრამპი

"ჩემთვის არაფერი გაგიკეთებიათ" – დონალდ ტრამპმა კინომსახიობთა გილდია დატოვა

Pedestrian

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ამერიკის კინომსახიობთა გილდია (SAG-AFTRA) დატოვა. 

19 იანვარს გილდიის სადისციპლინო კომიტეტმა ტრამპის გარიცხვის წინადადება წამოაყენა. 

"კაპიტოლიუმზე თავდასხმის დღეს, დონალდ ტრამპმა გილდიის ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებაზე - დემოკრატიაზე მიიტანა დარტყმა. მან უაზროდ უგულებელყო სიმართლე და თავის მხარდამჭერებს თავდასხმისკენ მოუწოდა". – განაცხადა გილდიის პრეზიდენტმა, გაბრიელ კარტერისმა.

ტრამპი დისციპლინარული კომისიის გადაწყვეტილებას არ დაელოდა და კინომსახიობთა გილდია საკუთარი ნებით დატოვა. გარდა ამისა, ყოფილმა პრეზიდენტმა კარტერისს წერილი მიწერა, რომელშიც პრეზიდენტი და გილდია გააკრიტიკა.

"მის კარტერის,

გწერთ ე.წ დისციპლინარული კომიტეტის მოსმენის შესახებ, რომელიც გილდიაში ჩემი დარჩენის საკითხს ეხება. აი, დარდი!

მაშინ, როცა თქვენს შემოქმედებას არ ვიცნობ, ძალიან ამაყი ვარ საკუთარით როლებით ისეთ ფილმებში, როგორებიცაა,  Home Alone 2, Zoolander, Wall Street: Money Never Sleeps და სატელევიზიო შოუებით, მათ შორის The Fresh Prince of Bel-Air-ით, Saturday Night Live-ითა და, რა თქმა უნდა,სატელევიზიო ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პროექტით – The Apprentice-ით. მხოლოდ რამდენიმე რომ ჩამოვთვალო!

ასევე, დიდად დავეხმარე სატელევიზიო ახალი ამბების ბიზნესს (რომელიც პოლიტიკაში ჩემს მოსვლამდე კვდებოდა) და შევქმენი ათასობით სამუშაო ადგილი ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიც MSDNC და ყალბი ამბების სააგენტო CNN-ია. 

რასაც მივყავარ თქვენს ურცხვ მცდელობასთან, მიიპყროთ თავისუფალი მედიის ყურადღება, რათა თქვენი საშინელი გილდიიდან ყურადღება ჩემზე გადმოიტანოთ. თქვენს ორგანიზაციას საკუთარი წევრებისთვის ცოტა, ჩემთვის კი არაფერი გაუკეთებია, საწევრო გადასახადებისა და ანტიამერიკული, საშიში იდეების გავრცელების ფონზე, რაც გილდიის წევრი მსახიობების უმუშევრობის მასობრივი რეიტინგითაც ჩანს, რომლებმაც ვიდეოც კი ჩაწერეს, სადაც სვამდნენ კითხვას: რატომ არ იბრძვის გაერთიანება ჩემთვის? 

ეს ყველაფერი თქვენი მმართველობითი პოლიტიკის ჩაფლავებაა, თქვენ მიერ დაშვებული დისციპლინური შეცდომები კი კიდევ უფრო საშინელია.

აღარ მსურს, ვიყო ასოცირებული თქვენს გაერთიანებასთან. 

აქედან გამომდინარე, ამ წერილით გაცნობთ, რომ დაუყონებლივ წავედი SAG-AFTRA-დან. ჩემთვის არაფერი გაგიკეთებიათ". – წერია დონალდ ტრამპის წერილში.

გამოცემა Fox News-ის ინფორმაციით, დისციპლინარული კომიტეტის შეხვედრა ამ კვირაში უნდა გამართულიყო.

 

კომენტარები