კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 538 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 16 808 ტესტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 16 808 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 498 პაციენტი. 

5 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 261 018 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 252 246 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 258 კი გარდაიცვალა. 


ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით:

  • აღდგება მუნიციპალური  ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა.
  • გაიხსნება  ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა.

15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით:

  • ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება).
  • კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა.

ქვეყანაში ძალაში რჩება მოქმედი კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 05:00-მდე.

კომენტარები