რუსეთ-საქართველო

ლავროვისა და ბლინკენის საუბრის შესახებ განცხადებაში МИД-მა საქართველო გამოტოვა

МИД

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც მინისტრ სერგეი ლავროვისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბარს ეხება, საქართველოს საკითხი გამოტოვებულია. 

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ცნობით, სხვა საკითხებთან ერთად, სახელმწიფო მდივანმა საუბრისას საქართველოსა და უკრაინის მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც წამოჭრა. ამ საუბრის რუსულ ვერსიაში კი მხოლოდ უკრაინაა მოხსენიებული – ისიც ნაწილობრივ.

"საერთაშორისო თემებიდან [მხარეებმა] განიხილეს ურთიერთთანამშრომლობა მშვიდობის დასამყარებლად სირიასა და ლიბიაში, ასევე სიტუაცია უკრაინაში". – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები