კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ხალხი ბრაზდება, მაგრამ კიდევ 1 წელი ან ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება

უნდა ვიყოთ ფრთხილად, ყველამ ვატაროთ პირბადე.

ხალხი ბრაზდება, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ ჩვენ კიდევ ერთი წელი ან ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება.

მესმის, გარკვეული უხერხულობა არის, მაგრამ ვიდრე მოსახლეობის 70 პროცენტი არ აიცრება, ვიდრე არ დამტკიცდება რომელიმე ძალიან ეფექტური წამალი, პირბადე, ხელების დაბანა, დისტანცია და სხვა აუცილებელი იქნება.

რამდენადაც ნაწყენი არ უნდა დარჩეთ ჩემზე, ამას უნდა შევეგუოთ, მე მოვალე ვარ, მოსახლეობას სიმართლე ვუთხრა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ შეზღუდვების შემსუბუქებაზე.

კომენტარები