კორონავირუსი და შეზღუდვები

ცქიტიშვილი: ჩვენ უფრო გვინდა შეზღუდვების მოხსნა, ვიდრე შეიძლება უნდოდეს ოპოზიციას

ნამდვილად ჩვენთვის უფრო მძიმეა შეზღუდვების დაწესება და ჩვენ უფრო გვინდა შეზღუდვების მოხსნა, ვიდრე ეს შეიძლება უნდოდეს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ძალიან კარგად გვესმის, რამხელა პასუხისმგებლობას ვატარებთ, როგორც ეკონომიკურ განვითარებაზე, ასევე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. 

ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ ასეთ დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების მქონე პოლიტიკურ ძალებს, არ შეიძლბა, არ ესმოდეთ, რამდენად სახიფათოა ასეთი სახის მოწოდებები, რამდენად სახიფათოა დაუმორჩილებლობისადმი მოწოდებები, რამდენად სახიფათოა ისედაც რთულ ფსიქოლოგიურ მდომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის სოციალური დაუმორჩილებლობის განცდის შექმნა, იმ განცდის შექმნა, თითქოს პანდემია აღარ არსებობს, თითქოს მსოფლიომ უკვე პანდემია დაამარცხა და ამიტომ აღარ გვჭირდება არანაირი შეზღუდვა, უნდა მოვხსნათ გადაადგილების შეზღუდვაც, უნდა გავხსნათ ყველა რესტორანო, მოვხსნათ ყველა შეზღუდვა, ეს ყველაფერი მაშინ, როცა საქართველოში ჯერ კიდევ 500-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს ყოველდღიურად, ზაფხულის ბოლოს 30-40 შემთხვევა გვქონდა და ძალიან სწრაფად ხდება პანდემიის გავრცელება, თუ შემზღუდავი ღონისძიებები არ არის

ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი TV იმედის ეთერში.

კომენტარები