მე-10 მოწვევის პარლამენტი

თარხნიშვილი: ოპოზიცია არც პარლამენტში შესვლას და არც კომისიაში მონაწილეობას არ აპირებს

ფორმულა

ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ მთლიანად ოპოზიციის მხირდან მკაფიოდ უკვე აღინიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები არ გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის აზრს და, შესაბამისად, გაუგებარია, როდესაც არალეგიტიმური პარლამენტი კომისიას საკუთარი დანაშაულის გამოსაძიებლად ქმნის. თარხნიშვილი ალეკო ელისაშილის განცხადებას ეხმაურება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით.

ლევან თარხნიშვილის თქმით, ევროპულ საქართველო და მთლიანად ოპოზიცია არ აპირებს არც პარლამენტში შესვლას და არც საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის მიღებას.

"რას გააკეთებს ბატონი ელისაშვილი, ეს მისი საქმეა". – ამბობს ლევა თარხნიშვილი.

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა:  საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ჩავერთვებით, თუ პატრიოტები, ენმ და მეორე ენმ-ც ჩაერთვებიან.

კომენტარები