კორონავირუსი და შეზღუდვები

ცქიტიშვილი: ბაღების ჯერიც დადგება, ამ ეტაპზე, სკოლები უფრო მნიშვნელოვანია

მაია ცქიტიშვილი
საქართველოს მთავრობა

ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება, თუმცა, "ბაღების ჯერი აუცილებლად დადგება". მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ახლა სკოლების გახსნა უფრო მნიშვნელოვანია.

"ეს არის ეპიდვითარების ანა-ბანა - როდესაც დამატებითი მობილობა იქმნება სადღაც, ეს არ შეიძლება გაკეთდეს ერთდროულად, არ შეიძლება გაიხსნას ყველაფერი ერთად, ამ შემსუბუქების გეგმის ფარგლებში ვიყურებთ იმას, რომელი სეგმენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე აუცილებელი. შევთანხმდებით, რომ სკოლები უფრო მნიშვნელოვანია ჯერ, ამ ეტაპზე, ვიდრე ბაღები, ბაღების ჯერი აუცილებლად დადგება" - თქვა ცქიტიშვილმა.

მთავრობის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით, საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამით, დღეიდან კერძო საბავშვო ბაღებიც ისარგებლებენ. 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ მთავრობა საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლების და უნივერსიტეტების გახსნას პირველი მარტიდან გეგმავს. 

კომენტარები