ეკონომიკა

ბოლო 1 წელში ზეთი 27%-ით, რძე 9%-ით, პური კი 7.5%-ით გაძვირდა

Reuters

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 2.8% შეადგინა, დეკემბერთან შედარებით კი ფასების საერთო დონე 1.1%-ით გაიზარდა.

საქსტატის თანახმად, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.4%-ით.
  • ჯანმრთელობის დაცვა - ჯგუფში ფასები მომატებულია 9.7%-ით.
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.8%-იანი მატება.
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.9%-ით.
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 20.5%-იანი კლება.

მოცემული ჯგუფებიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები ყველაზე მეტად შემდეგ ქვეჯგუფებში გაიზარდა:

  • ზეთი და ცხიმი - 27%;
  • ყავა, ჩაი, კაკაო - 12.6%;
  • თევზეული  - 10.4%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 9.1%;
  • პური და პურპროდუქტები - 7.5%;
  • შაქარი ჯემი და სხვა ტკბილეული - 8.95;
  • თამბაქოს ნაწარმი - 9.1%;
  • ალკოჰოლური სასმელები - 5.2%;

ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციაზე (14%-ით), საოჯახო საფეიქრე ნაწარმზე (26.7%-ით) და ავეჯზეც (9.7%-ით).

ფასების კლება მხოლოდ ხილისა და ყურძნის ( 3.2%-ით), წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურებების (33.8%-ით), ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფებშია (28.9%-ით).

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში 2%-ით, ტრანსპორტის ჯგუფში 1.4%-ით, ხოლო საცხოვრებლის, წყლის, ელ.ენერგიისა და აირების ჯგუფში 1.9%-ით.

იანვარში წინა თვესთან შედარებით ფასებმა ყველაზე მეტად შემდეგ ქვეჯგუფებში მოიმატა: ბოსტნეული და ბაღჩეული (6.1%), ხილი და ყურძენი (4.4%), ზეთი და ცხიმი (4.3%), რძე, ყველი და კვერცხი (4%).

 

კომენტარები