ეკონომიკა

იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 2.8% შეადგინა

iStockPhoto

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8% შეადგინა, წინა თვესთან შედარებით კი ფასები იანვარში 1.1%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.8% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.4%-ით.
  • ჯანმრთელობის დაცვა - ჯგუფში ფასები მომატებულია 9.7%-ით.
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.8%-იანი მატება.
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.9%-ით.
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 20.5%-იანი კლება.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ფასები გაიზარდა 2%-ით.
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.9%-იანი მატება.
  • ტრანსპორტი - ფასები გაიზარდა 1.4%-ით.

დღეს ეროვნული ბანკის მონეტარულმა საბჭომ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება სებ-ის მიერ განსაზღვრულ სამიზნე ნიშნულს. ამ პირობებში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კი ინფლაციაზე დამატებით წნეხს ქმნის.

კომენტარები