ბერლინის კინოფესტივალი

ირანელი რეჟისორი, რომელსაც პატიმრობა აქვს მისჯილი, ბერლინალეს ჟიურის წევრი გახდა

Berlinale

ირანელი რეჟისორი მოჰამად რასულოფი, რომელსაც პატიმრობა აქვს მისჯილი, 2021 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი გახდა.

2020 წელს "სახელმწიფოს მიმართ მიმართული პროპაგანდის" ბრალდებით რასულოფი გაასამართლეს. რეჟისორს ერთწლიანი ფილმების გადაღება აუკრძალეს და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რასულოფმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა, საქმე ქვეყანაში დაწყებული კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო. იმ პერიოდში ირანის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების შესამცირებლად ციხიდან 54 000 პატიმარი გამოუშვა.

რასულოფი 2020 წლის ბერლინალეს გამარჯვებული გახდა. მის ფილმს "There Is No Evil" უმაღლესი ჯილდო - "ოქროს დათვი" გადაეცა. რეჟისორი დაჯილდოების ცერემონიას ვერ დაესწრო, მას ქვეყნიდან გასვლაზე ირანის ხელისუფლებამ უარი უთხრა. ჯილდოს ასაღებად სცენაზე მისი ქალიშვილი, ბარანი ავიდა, რეჟისორმა სამადლობელი სიტყვა ტელეფონის ეკრანიდან წარმოთქვა.

სხვადასხვა დრპს რასულოფს ბერლინის, კანის, ჰამბურგის, ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოები აქვს მოპოვებული.

კომენტარები