მე-10 მოწვევის პარლამენტი

იოსელიანი წულუკიანს: გვარამიას ნომერი გვაქვს, თქვენი გამოაცხადეთ

მე მგონი თუ რამე დავამტკიცეთ მთელი ამ დროის განმავლობაში, დავამტკიცეთ ყველაზე მთავარი, რომ არ არსებობს ძალა, ადამიანი, არ არსებობს პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ჩვენზე გავლენა მოახდინოს და გაგვაკეთებინოს ის, რისიც მართლა არ გვჯერა. ქალბატონო თეა, თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს, კარგი იქნებოდა, თუ თქვენს ნომერს გამოაცხადებთ და ამით მოისმენთ იმ ადამიანების სატკივარს და იმ ადამიანების წუხილს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, უყურებს დღეს ამ ეკრანს და ელოდება რომ მათ პრობლემებზე და მათ სიღარიბეზე იქნება საუბარი. კარგი იქნება, თუ თქვენს ნომერს მართლა გამოაცხადებთ, იმიტომ რომ თუ ამაზე მიდის შეჯიბრი, ალეკომ თავისი ნომერი დადო, გვარამიას ნომერი ყველას აქვს, თეა წულუკიანის ნომერიც თუ იქნება, იქნება მხოლოდ კარგი. 

პარტია მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი მიმართავს თეა წულიკიანს, რომელმაც ნიკა გვარამიას ნომერი საჯაროდ, პარლამენტის ტრიბუნიდან გამოაცხადა. 

კომენტარები