მე-10 მოწვევის პარლამენტი

ჯაფარიძე ოცნებას: ყველაფერს ვიზამ, რომ თქვენივე ინიციატივით გამიუქმოთ მანდატი

ქართულმა ოცნებამ:

თქვენ რომ ხმა მიეცით ადამიანს, რომელმაც უარი თქვა მანდატზე რადგან დარწმუნებულია რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს შედეგები არ ასახავს ხალხის რეალურ ნებას - მაგას არ გავუშვებთ პარლამენტიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ ვაიძულებთ ჰქონდეს საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსიო

ანუ, თქვენ გეუბნებიან, გადასახადები უნდა წაგართვათ და ძალით უნდა ვტენოთ (მე არ ვიღებ, მაგრამ შინაარსი ამით არ იცვლება) ადამიანს, რომელსაც არ უნდა ამ საქმის კეთებაო (თუნდაც არასწორად იქცეოდეს)

პლიუს ძალით უნდა გამოვუყოთ და მოვაცდინოთ საოფისე ფართი, ავეჯი, ტექნიკა და ა.შ., მიუხედავად იმისა რომ აქ არ შემოდისო

ცხრაასორმცაექსვსჯერ თქვა არ შემოვდივარო, განცხადებაც დაწერა ერთი თვის წინ, რამდენიმე დღის წინ გადავურეკეთ, გავაფრთხილეთ რომ საუბარს ვიწერდით და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა რომ არ აპირებს აქ მუშაობასო

მაგრამ მაინც არ გავუშვებთო

ოღონდ ეს სიგიჟე ასე აღგიწერეს თქვენ:

‘საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს, კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს’

ქართული ოცნება / Georgian Dream

მადლობა. ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენივე ინიციატივით დააყენოთ ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი. ყველაფერს.

წერს პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე. 

ქართული ოცნება მანდატებს არ შეუჩერებს იმ ოპოზიციურ დეპუტატებს, რომლებმაც პარლამენტს განცხადებით მიმართეს და მანდატებზე უარი თქვეს. 

კომენტარები