მე-10 მოწვევის პარლამენტი

მდინარაძე: პრეზიდენტის განცხადება პოლიტსაბჭოს გზაში წამოგვეწია, შუა სხდომაზე გავიგეთ

პრეზიდენტის განცხადება გზაში წამოგვეწია, შუა სხდომაზე გახდა ცნობილი.

რა თქმა უნდა, იქ იყო ბევრი ფაქტორი, ანუ არგუმენტების ჭიდილი, ასე ვთქვათ, როდესაც ერთი ან მეორე მიმართულებით, შეწყვეტის ან არშეწყვეტის მიმართულებით, იყო ბევრი ფაქტორი გათვალისწინებული. ერთ-ერთ არგუმენტად ესეც განვიხილეთ და ევროკავშირის ელჩის განცხადებაც. მაგრამ საბოლოო ჯამში ბევრი არგუმენტი იყო სასწორის ორივე პინაზე და ხვალ უკვე დეტალურად იქნება ცნობილი ამ მსჯელობის შესახებ...

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა არსებითად ერთპარტიულ პარლამენტს მოუწოდა, 2 თებერვლის სხდომაზე ოპოზიციას მანდატები არ შეუწყვიტოს და "დრო მისცეს სწორი გადაწყვეტილების მისაღებად".

კომენტარები