კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: სიტუაცია ნამდვილად მიდის სტაბილურობისკენ, ახლა მთავარია, ხიბლში არ ჩავვარდეთ

სიტუაცია ნამდვილად მიდის სტაბილურობისკენ, ახლა მთავარია, რომ ხიბლში არ ჩავვარდეთ და ის, რაც... დღეს მოგეხსენებათ, დამატებით გაიხსნა საკმაოდ ბევრი ბინზესი, სწავლაც დაიწყო, ბათუმსა და აჭარაში საერთოდ სარესტორნო ბიზნესიც გაიხსნა.

აქ არის მთავარი იცით, რა? არ დაგვემართოს იგივე, რაც დაგვემართა აგვისტოსა და სექტემბერში, როცა ძალიან-ძალიან, უცებ-უცებ ყურადღების არმიქცევამ გამოიწვია ის, რომ... ამ დაავადებას ძალიან ცოტა დრო სჭირდება, სადღაც ერთი თვე სჭირდება, რომ შემთხვევების რიცხვი გაოთხმაგდეს.

რა თქმა უნდა, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა აღდგეს, მაგრამ ყველაფერი ძალიან ფრთხილად, დანის წვერზე უნდა გავიაროთ. იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქვეყანა მთლიანად ამუშავდეს და მეორე მხრივ, არ დაგვემართოს, რაც ნოემბერში დაგვემართა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები