რიგ ქვეყნებში მესამე ტალღა არის, ჩვენთან, ჯერჯერობით, მეორე ტალღის გაუმჯობესების მრუდეზე ვართ. თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას, რაზეც საუბარია, მაშინ ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მესამე ტალღა კიდევ გვქონდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის
ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოება იგეგმება. მოგეხსენებათ, ხვალიდან სავაჭრო ობიექტები იხსნება და ერთ-ერთი პირობაა, რომ 2 კვირაში ერთხელ მათი თანამშრომლები უნდა გაიტესტონ. ტაქსის მძღოლებში დადებითობის მაჩვენებელი არის დაახლოებით 0.6%, ბაზრის მოვაჭრეებშიც ასევე დაახლოებით 0,7%-ის ფარგლებშია, 1,3%-ის ფარგლებშია დადებითობის მაჩვენებელი რელიგიის მსახურებში.





