რუსეთი

რუსი მილიარდერი, არკადი როტენბერგი ამბობს, რომ "პუტინის სასახლე" მას ეკუთვნის

ვლადიმირ პუტინი და არკადი როტენბერგი
TASS

რუსი მილიარდერი, არკადი როტენბერგი, ამბობს, რომ შავი ზღვის სანაპიროზე, გელენჯიკის მახლობლად მდიდრული სასახლე მას ეკუთვნის და არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

ვრცელი გამოძიება ვლადიმერ პუტინის დამალული სასახლის შესახებ ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნების და დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკოსის YouTube-ის არხზე გამოქვეყნდა. თავად პუტინი ნავალნის ბრალდებებს საკუთრებასთან კავშირს უარყოფს.

მდიდრულ კომპლქესზე არკადი როტენბერგმა ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც ტელეგრამ არხმა Mash-მა და Interfax-ისა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.

როტენბერგის პრესსამსახურის თანახმად, მილიარდერმა რამდენიმე წლის წინ კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწია და შავი ზღვის სანაპიროზე მიწის ფართობი მიიღო. კომპლექსი "რამდენიმე წელში" დასრულდება და სასტუმრო იქნება.

თავის გამოძიებაში სასახლეს ალექსეი ნავალნი "სახელმწიფოს სახელმწიფოში" უწოდებს და მის ღირებულებას 100 მილიარდ რუბლად აფასებს, რაც დაახლოებით 1.3 მილიარდ დოლარია. ამ დროისთვის ვიდეოს 100  მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ვრცლად ალექსეი ნავალნის გამოძიების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

კომენტარები