კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 669 ახალი შემთხვევიდან თბილისში 285 დადასტურდა, იმერეთში – 119, აჭარაში – 40

VERGE

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 669 ახალი შემთხვევიდან თბილისში 285 დადასტურდა, იმერეთში - 119, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი - 79. 

აჭარაში ინფიცირების 40 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 41, შიდა ქართლში - 23, გურიაში - 16, კახეთში - 49, მცხეთა მთიანეთში - 6, სამცხე-ჯავახეთში - 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 1. 

29 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 256 956 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 247 096 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 148 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები