კორუფციის აღქმის ინდექსი

გიგაური: ხშირ შეთხვევაში დამოუკიდებელი ინსტიტუტები ემსახურებიან ერთ პარტიას

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორმა, ეკა გიგაურმა, ისაუბრა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კორუფციის აღქმის ინდექსის(CPI) 2020 წლის კვლევაზე, სადაც საქართველო 56 ქულით 45-ე ადგილზე იმყოფება და თქვა, რომ დღეს ქვეყანაში ელიტური კორუფციის პრობლემა დგას და ამის აღმოსაფხვრელად არაფერი კეთდება.

გიგაურის თქმით, გარდა ელიტური კორუფციისა, ასევე პრობლემაა ისიც, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტები ხშირ შემთხვევაში ერთ პარტიას ემსახურებიან.

"ჩვენ წლების განმავლობაში არ ჩაგვიტარებია ანტიკორუფციული რეფორმები, რომლის მიზანიც იქნებოდა ელიტური კორუფციის პრევენცია და აღმოფხვრა ჩვენც ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ელიტური კორუფცია არის პრობლემა დღეს საქართველოში, ეს შეიმჩნევა როგორც სახელწმიფო შესყიდვებში, ასევე სხვა მიმართულებითაც. ჩვენ ვხედავთ, რომ მზარდი ტენდეცია გვაქვს სახელმწიფო მიტაცების, ჩვენ ვხედავთ რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტები ემსახურებიან კონკრეტულ ერთ პარტიას ხშირ შემთხვევაში და ასევე, არ ხდება მათი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მწირია ელიტური კორუფციის გამოძიების ფაქტები, ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იწყება ეს გამოძიებები და, ასევე, ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის მხრივ გვაქვს სერიოზული გამოწვევები". - თქვა მან.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ კორუფციის აღქმის ინდექსის(CPI) 2020 წლის კვლევა დღეს გამოაქვეყნა. ის 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს კი 56 ქულა აქვს და 45-ე ადგილს იყოფს პოლონეთთან და სენტ-ლუსიასთან. საქართველოს ასევე 56 ქულა ჰქონდა გასული წლის კორუფციის აღქმის ინდექსში.

კვლევის მნიშვნელოვან ნაწილებს გაეცანით აქ.

კომენტარები