კორონავირუსი მსოფლიოში

მსოფლიო პატრიარქი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა

orthodoxtimes.com

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა. პატრიარქმა მადლობა გადაუხადა კლინიკის სამედიცინო პერსონალს და მათ კოლეგებს მსოფლიოში პაციენტთა მკურნალობისთვის ბრძოლაში თავგანწირვისთვის. 

მსოფლიო პატრიარქმა მორწმუნეებს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად გაიკეთონ ვაქცინა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაუკეთეს კათოლიკური ეკლესიის მეთაურს, პაპ ფრანცისკესა და მის წინამორბედს, ბენედიქტსაც. პაპი ფრანცისკე 84 წლისაა, ხოლო მისი წინამორბედი – 93 წლის. ასაკის გამო ორივე რისკჯგუფშია.

კომენტარები