კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: თუ მაჩვენებელი შესაძლებლობას მოგვცემს, რაღაცები უფრო ადრე ამუშავდება

ზოგი, ასე ვთქვათ, სხვის შეცდომებზე სწავლობს. ჩვენ ვნახეთ, რა ხდებოდა გაზაფხულზე მსოფლიოში. რატომღაც დავრწმუნდით იმაში, რომ არაფერი დაგვემართებოდა. ზაფხული, პრაქტიკულად, ჩვეულებრივი, ნორმალური იყო. ადამიანებმა სულ რომ დაივიწყეს ყველაფერი, მოჰყვა ის, რაც ჩვენ დაგვემართა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. ეს სულ ორი თვის წინ იყო. როგორ უნდა დაივიწყო ადამიანმა, რომ შენი თანამოქალაქე, დღეში 50 კაცი იღუპებოდა.

გეგმა გამოცხადებულია, რა როგორ იქნება. ასევე გამოცხადებულია, რომ, თუ გარკვეული მაჩვენებელი შესაძლებლობას მოგვცემს, რაღაცები უფრო ადრე ამუშავდეს. გარკვეული დრო არის ხოლმე საჭირო, რომ სიტუაცია შეაფასო. გგონიათ, ვინმეს სიამოვნებს, ვიღაცას დისკომფორტი შეუქმნას, ტრანსპორტი არ მუშაობდეს ან ბავშვები სკოლაში, ბაღში არ მიდიოდნენ.  თვითონ ბავშვებს შესაძლოა, არაფერი ისეთი არ დაემართოთ, მაგრამ ბებიები ჰყავთ სახლებში. ამიტომ, ყველაფერი შეწონილი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები