მე-10 მოწვევის პარლამენტი

"ქვეყანა ბუტკა არაა" – ევსაქების ახალგაზრდული ფრთის აქცია-პერფომანსი პარლამენტთან

ევროპული საქართველოს ახალგზარდულმა ფრთამ დღეს პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსი გამართა. აქტივისტებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს . ისინი მოითხოვენ, ხალხს წართმეული არჩევნები დაუბრუნდეს.

აქტივისტებმა პარლამენტთან ბანერები მიიტანეს წარწერებით: "ქართული ოცნება", ანუ დაუჯერებელი ამბავი" და, ამასთან, სიმბოლურად ჰაერში გაუშვეს ბუშტებზე მიმაგრებული მანდატები.

"ბიძინა ივანიშვილმა სიმბოლურად თუ არასიმბოლურად მართა ქვეყანა, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში მიატოვა. ხელისუფლებას პანდემია ხელიდან გაექცა, ივანიშვილმა თავისი პირადი სტომატოლოგის ხელში მიგვატოვა, რაც წარმოუდგენელი რამ არის. მან მოგვპარა არჩევნები და ოპოზიციასა და ქართველ ხალხს მიუგდო ის მანდატები, რაც არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

შესაბამისად, ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმა, ბოიკოტი და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ერთადერთი რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილებაა შექმნილი არასასურველი ვითარების განსამუხტავად. თუმცა, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად უნდა დაკმაყოფილდეს დანარჩენი ორი პირობაც: საარჩევნო სისტემის ცვლილება და პოლიტპატიმართა გათავისუფლება". – განაცხადეს აქტივისტებმა.

კომენტარები