მე-10 მოწვევის პარლამენტი

ბოკერია: დღევანდელ პარლამენტში ყოფნა იმის ლეგიტიმაციაა, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს

ოპოზიცია არ უნდა იყოს იქ, სადაც იმის ლეგიტიმაციას მოახდენს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, ასეთია დღევანდელი პარლამენტი. პარლამენტში უმცირესობაში ყოფნასაც ფასი მაშინ აქვს, როდესაც არჩევნებს აქვს აზრი. არჩევნებს თუ აზრი არ აქვს, მაშინ იმ ტრიბუნის გამოყენებასაც არ აქვს აზრი და პირიქით, ნიჰილიზმს აღრმავებ... იმას რომ დავანებოთ თავი, რომ ეს კვლევა [NDI-ის კვლევა] სპეციფიკურ ვითარებაში ჩატარდა, არასწორია ეს ინფორმაცია, [რომ ჩვენ მომხრეებსაც უნდათ ჩვენი პარლამენტში ყოფნა]. იქ კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, ამ პარლამენტის და ამ არჩევნების ლეგიტიმაცია უნდა მოხდეს თუ არა, არამედ გინდათ თუ არაო, რომ პარლამენტში იყოს აზრთა ჭიდილიო და რა თქმა უნდა, ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა. შემაკავებელი ეფექტი ნებისმიერ ხელისუფლების, არამარტო ამ სამარცხვინოსი, არამედ ბევრად უკეთესისაც კი არის ის, რომ, იცის, როდესაც იმ ტრიბუნას პარლამენტში ოპოზიცია იყენებს, ამას საზოგადოება უსმენს და მერე არჩევნებზე დაისჯება და თუ იცის, რომ არჩევნებზე გაუვა მანიპულაციით და კარუსელების ჩაყრით, ეგ ყველაფერი ხდება მასკარადით. ყველა, ვინც ასეთ კითხვას სვამს, "ახლა რას შვებით? იქ [პარლამენტში] რომ არ ხართ?!" – ესაა ან შეგნებული, ან შეუგნებელი მავნებლობა. ის, რომ ვინმე ლეგიტიმურად უკმაყოფილოა დღევანდელი ვითარებით, არ ნიშნავს, რომ ან სისულელეს, ან ვითარების გაუარესებას უნდა დაუჭიროს მხარი და ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია ვითარების გაუარესებაა...

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში".

კომენტარები