ტურიზმი

ლილუაშვილი: უფრო რთული იქნება, ზამთრის კურორტი რომ გავხსნათ და ზაფხულის დახურვა მოგვიწიოს

ძალიან კარგად გვესმის ზამთრის კურორტების მძიმე მდგომარეობა, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეროვნული ინტერესები.

ბევრად უფრო პრობლემური იქნება, ჩვენ თუ ახლა გავხსნით ზამთრის კურორტს და შემდეგ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, ვეღარ შევძლებთ, რომ შევინარჩუნოთ ზაფხულის კურორტები და მოგვიწიოს მთელი ზაფხულის განმავლობაში კურორტების დახურვა.

ეს არის ის ალტერნატიული ღირებულება დღეს ზამთრის კურორტების და ყველა ეკონომიკური აქტივობის გახსნის, ამიტომ ვართ ასეთი ფრთხილები...

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ლილუაშვილი TV იმედის ეთერში.

კომენტარები